Saturday, September 30, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი საკითხები.ვისწავლეთ ბლოგზე განთავსებულ პორტფოლიოზე ლინკების მიბმა. საშინაო დავალებად გვაქვს სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება სასწავლო პროცედურებამდე,სურათების მოძიება და ატვირთვა,მოძიებული მასალების მისამართების, ლინკების მითითება საავტორო უფლებების საქაღალდეში Link-ით ჩასმა. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მონახაზი.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ნაყოფიერი.გავარჩიეთ კოლეგების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.გავაკეთეთ კომენტარები.ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა ,გვერდების ჩამატება ბლოგზე.გავარჩიეთ შეფასების დროის ჩარჩო.მივიღეთ  საშინაო დავალება შესასრულებლად.გყვავს ძალიან კარგი ტრენერი.მადლობა მას.

Tuesday, September 12, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა-
როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური კითხვები-
ა)რა როლი აქვს მათემატიკას ეკლესიების და ტაძრების მშენებლობაში?
ბ)გვხვდება,თუ არა გეომეტრიული ფიგურები ქრისტიანულ ეკლესიებში და ტაძრებში?
შინაარსობრივი კითხვები-
ა)რომელია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები?
ბ)რომელია სივრცითი გეომეტრიული ფიგურები?

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი თემები.დავწერეთ ჩვენი თემის შესაბამისი სასწავლო მიზნები.გავარჩიეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Friday, September 8, 2017

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ სახელმძღვანელოების და ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ ქრისტინული ეკლესიები ახმეტის რაიონში.
მოაწყობენ ექვსკურსიას მოძიებულ ეკლესიებში. შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს. მოიძიებენ თითოეული ეკლესიის აგებაში რამდენი და რომელი  გეომეტრიული ფიგურაა გამოყენებული.
გაანალიზებენ და მოახდენენ თითოეულ ეკლესიაში მოძიებული  მასალების კლასიფიკაციას. შეადარებენ,აღმოაჩენენ მსგავსებას და განსხვავებას.მოახდენენ გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაციას ბრტყელი და სივრცითი ფიგურების მიხედვით.
ააგებენ დიაგრამებს .
პრეზენტაციისთვის მოამზადებენ სლაიდ შოუებს,დაამზადებენ ბუკლეტებს და კონსტრუქციულ მაკეტებს.

Thursday, September 7, 2017

ესგ-ით მისაღწევი შედეგები

მათ. VI.7.    მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·      აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);

·      ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით ბლოგი, სადაც განვათავსეთ პროექტის იდეა და შინაარსი. გავიხსენეთ დრაივზე დოკუმენტების ჩამოტვირთვა და განთავსება.დავალება ელფოსტით გადავუგზავნეთ ტრენერს.

მათემატიკა და ხუროთმოძრვრება

გეომეტრიული ფიგურების მოძიება ახმეტის რაიონის ქრისტიანულ ეკლესიებში.კავშირის დამყარება ისტორიას, ხელოვნებას და მათემატიკას შორის.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები ექვსკურსიის მოწყობით,სახელმძღვანელოების და ინტერნეტის დახმარებით მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და ფოტო მასალას.აღმოჩენების გზით განიმტკიცებენ ცოდნას გეომეტრიული ფიგურების შესახებ,ქრონოლოგიურად განიხილავენ თითოეულ ეკლესიაში,თუ რომელი და რამდენი გეომეტრიული ფიგურა გვხვდება.გაიღრმავებენ ცოდნას ტექნოლოგიებში.მოსწავლეები პრეზენტაციისთვის შექმნიან კონსტრუქციულ მაკეტებს და სლაიდშოუებს.