Thursday, October 12, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგი დასასრულისაკენ მიემართება.გავარჩიეთ ტრენინგზე შესწავლილი თითოეული დეტალი.ვიწავლეთ ბუკლეტის დამზადება.ჩვენი დავალებაა ჩვენი ტრენინგის შეჯამება და პრეზენტაციისთვის მომზადება.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე იყო ძალიან დატვირთული.ვისწავლეთ დრაივიდან პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.ასევე ვიდეოს გამოქვეყნება როგორც მთავარ გვერდზე ისე ჩვენს ბლოგზე.თითოეული დეტალი იყო გასაგები.ეს ჩვენი ტრენერის ქალბატონ ლალის დაუღალავი შრომს შედეგია.დიდი მადლობა მას.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალების გამეორებით და განმტკიცებით. ახალი რაც შევისწავლეთ არის ის,რომ ვისწავლეთ სლაიდების გაკეთება საპრეზენტაციო პროგრამაში.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.

პრეზენტაცია

Saturday, September 30, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი საკითხები.ვისწავლეთ ბლოგზე განთავსებულ პორტფოლიოზე ლინკების მიბმა. საშინაო დავალებად გვაქვს სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება სასწავლო პროცედურებამდე,სურათების მოძიება და ატვირთვა,მოძიებული მასალების მისამართების, ლინკების მითითება საავტორო უფლებების საქაღალდეში Link-ით ჩასმა. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მონახაზი.